ტომას მორისი: გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მომავლის შესანიშნავი ხედვით გამოირჩევა

საქართველოს ყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ქვეყანაში ცხოვრების დონის გასაზრდელად, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გასააქტიურებლად, – ამის შესახებ USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მორისმა განაცხადა.

,,USAID-ისა და აშშ მთავრობის სახელით მინდა, აღვნიშნო, რომ გამორჩეულ სტუმრებთან და კოლეგებთან ერთად დღეს აქ ყოფნა, CNFA-ს საქართველოში მოღვაწეობის 10 წლისთავის აღნიშვნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს აქ ყოფნისათვის. იგი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი, უნიკალური პარტნიორია და საქართველოს მომავლის შესახებ შესანიშნავი ხედვით გამოირჩევა“, – აღნიშნა ტომას მორისმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მორისმა მადლობა გადაუხადა CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრებს, რომლებმაც „ათასობით მილის მანძილი დაფარეს ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად“.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ჩანაწერებში არ იყო, მხოლოდ ახლა გავაანალიზე და მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ს მართლაც გაგვიმართლა, რომ გვყავს ორი შესანიშნავი პარტნიორი – საქართველოს ხელისუფლება და CNFA. USAID-ში საქმიანობის განმავლობაში მრავალ ქვეყანაში მიმუშავია – ხანდახან პარტნიორები არც ისე კარგები არიან, ხოლო ზოგჯერ მთავრობებს თავიანთი მოსახლეობა დიდად არ ადარდებთ. საქართველოში სრულიად საწინააღმდეგო სურათს ვხდებით – გვყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს საქართველოში ცხოვრების დონის გასაზრდელად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გასააქტიურებლად; ასევე სახეზეა ნამდვილი პარტნიორი CNFA, რომელიც 10 წლის განმავლობაში საქმიანობს აქ და განუწყვეტლივ გვაწვდის იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც აშშ-ს მთავრობის დღის წესრიგთანაა შესაბამისობაში, ამავდროულად ეხმარება საქართველოს მთავრობას თავისი მიზნების მიღწევაში“,- აღნიშნა მორისმა.

მორისის თქმით, USAID-სა და აშშ-ს მთავრობას შესანიშნავი პარტნიორი ყავს საქართველოს მთავრობის სახით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციის შანსი ხელიდან გაუშვა
შემდეგი სტატიაპარიზი მილიონობით ევროს დახარჯავს წყალდიდობის დროს დაზარალებულების დასახმარებლად