ფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ

“აუდიტის სამსახურის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებით, აუდიტორებმა მათივე ეთიკის კოდექსი დაარღვიეს” – განცხადება ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

“აუდიტის სამსახური ვალდებულია, რომ შემაჯამებელი დოკუმენტის მომზადებამდე დასკვნა წინასწარ არ გაასაჯაროოს. თორდიამ მისი უწყების საქმიანობა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. ეს ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც აუდიტორმა მისი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ეს ბრიფინგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად”, – განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მერიას კომპენსაციის გაცემის ვალდებულება 2011-12 წლებში დაეკისრა და მათთვის გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება აუდიტის სამსახური ამ პერიოდით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედური დასკვნა 22 მაისს გამოაქვეყნა. ასევე გამოქვეყნდა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ჩვენებების მოკლე შინაარსიც.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით შემზარავია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც
შემდეგი სტატიაფანცულაია: თემის გადაფარვის მიზნით, საპატრიარქო პროკურატურისგან დავალებას პერიოდულად იღებს