ფანცულაია: თემის გადაფარვის მიზნით, საპატრიარქო პროკურატურისგან დავალებას პერიოდულად იღებს

ანგარებით მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, 50 მილიონი ევრო, რომელზეც საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საუბრობს, მხოლოდ კეთილი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

დეკანოზის უფლებადამცველი განმარტავს, რომ გიორგი მამალაძეს აღნიშნული თანხა საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვში მდებარე საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციისთვის სჭირდებოდა.

ფანცუალაია ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციით საპატრიარქო მანიპულირებს, რათა მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს და ამას პროკურატურის დავალებით აკეთებს.

„ეს იყო პროექტი, რომ მომხდარიყო კლინიკის რეაბილიტაცია და ჩაქვში სკოლა აშენებულიყო. ეს სიკეთისთვის არის გაკეთებული. თემის გადაფარვის მიზნით, საპატრიარქო პროკურატურისგან დავალებას პერიოდულად იღებს. ვგეგმევათ, რომ პატივის ღირსებისა და ცილისწამებისვთის სარჩელი შევიტანოთ“, – განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა.

საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ დეკანოზი გიორგი მამალაძე ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, საპატრიარქოში დოკუმენტის შესახებ იციან, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. ქარჩავამ ასევე აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება არსებობს.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტაცია დეკანოზის კომპიუტერში ინახებოდა და ის მთავარ პროკურატურასაც აქვს შესწავლილი.

banner
წინა სტატიაშიფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიასაკონსულოს ცხელ ხაზზე მანჩესტერის ტერაქტში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ შესულა