ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით შემზარავია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის სახელით, ბრიტანელ კოლეგებსა გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„შეძრწუნებული ვარ და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც 22 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც. ტერორიზმი არის ყველაზე დიდი საფრთხე მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.

ყველას ვალია, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა თუ პოლიტიკური თანამდებობისა, გაერთიანდეს ამ გამოწვევის წინააღმდეგ და ერთობლივი ძალებით, სოლიდარობითა და თანამშრომლობით ებრძოლოს მას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჩემს ბრიტანელ კოლეგებს, გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას და ტერორიზმისგან თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრებას ვუსურვებ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის სტადიონზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 22 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის, ბავშვებიც არიან. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 59 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში – ენმ-მ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა
შემდეგი სტატიაფარცხალაძის ადვოკატები ლაშა თორდიას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ