პაპუაშვილი – კითხვარის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, მთავარია, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული, ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა

ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცით არის დაკავებული, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც რვა ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთვის მიწერილ წერილს შეეხებოდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს.

„რაც შეეხება კითხვას, ამაზე იმსჯელებს მთავრობა და არც გასაჯორებაში არ არის პრობლემა. იცით, რომ ძალიან შემჭიდროვებულია ვადები. ერთი თვეა, კითხვარის შესავსებად. აქედან გამომდინარე, სრულად კონცენტრირებული უნდა იყოს ხელისუფლება, რომ კითხვარის შევსება მოხდეს. მასში არაფერი საიდუმლო კითხვები და რაიმე განსაკუთრებული არ არის. ამაზე იმსჯელებს მთავრობა და გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე იქამდე არ მისულა, რომ მსჯელობა გასაჯაროვება-არგასაჯაროვებაზე ყოფილიყო. ვნახოთ, კითხვარი გასაჯაროვდება თუ არა. მთავარია, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული ამ პროცესში, რაც არის ჩვენი, ყველას საერთო საქმე. ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა და ა.შ. უადგილოა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსებმა მარიუპოლში კორპუსების ეზოებში დაკრძალული ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყეს – ქალაქის საკრებულო
შემდეგი სტატიანატო თავდაცვითი ალიანსია, ვერ იქნება საფრთხე იმისთვის, ვინც მას თავს არ ესხმის – ნედ პრაისი