რუსებმა მარიუპოლში კორპუსების ეზოებში დაკრძალული ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყეს – ქალაქის საკრებულო

მარიუპოლში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაკრძალული ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყეს.

მარიუპოლის საკრებულომ Telegram-ზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსები იმ ცხედრების ექსჰუმაციას ახდენდნენ, რომლებიც მანამდე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იყო დამარხული.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები მოსახლეობას არ აძლევენ უფლებას, მოკლულები დაკრძალონ.

უკრაინის დაზვერვამ 13 მობილური კრემატორიუმი დააფიქსირა მარიუპოლში. ქალაქის ხელისუფლება ეჭვობს, რომ რუსები ამ გზით ომის დანაშაულის დაფარვას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – კითხვარის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, მთავარია, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული, ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა