ნატო თავდაცვითი ალიანსია, ვერ იქნება საფრთხე იმისთვის, ვინც მას თავს არ ესხმის – ნედ პრაისი

თავდაცვითი ალიანსის გაფართოებას ევროპის კონტინენტისთვის მხოლოდ სტაბილურობის წინ წაწევა შეუძლია – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხომ არ არის შეშფოთებული შეერთებული შტატები, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებამ, შესაძლოა, ევროპის კონტინენტზე მეტი არასტაბილურობა გამოიწვიოს.

“ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება შეშფოთებული, რადგან თავდაცვითი ალიანსის გაფართოებას მხოლოდ სტაბილურობის მოტანა შეუძლია ევროპის კონტინენტისთვის. ცხადია ნებისმიერმა ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რაც გათვალისწინებულია ნატოს წესდებაში. ასევე, უნდა მიიღოს ნატოს წევრების თანხმობა. თუმცა განვმეორდები, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის არსებობის მიზანი არის დაცვა. ნატო ვერ იქნება საფრთხე იმისთვის, ვინც მას თავს არ ესხმის”, – თქვა ნედ პრაისმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – კითხვარის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს, მთავარია, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული, ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ხანდახან ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცითაა დაკავებული, კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს