პაპიძის სასამართლო პროცესზე ფსიქიატრი დაკითხეს- რა დიაგნოზი დაუსვეს ბრალდებულს?

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაშ ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ფსიქიატრი ქეთევან შევარდნაძე დაიკითხა, რომელმაც ბრალდებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მაგდა პაპიძეს ისტერიულ-პერსონოლოგიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა ფსიქიატრის თქმით ასეთი დიაგნოზი პირის შეურაცხადობასთან კავშირში არ არის.
ფსიქიატრის თქმით, ბრალდებული მაგდა პაპიძე საუბრის დროს ს მხატვრულ ეპითეტებს, შედარებებს იშველიებ. ცდილობს გადმოსცეს სათქმელი პოეტურად, მხატვრულად, რაც მის ნათქვამს არაბუნებრიობას სძენს. ამასთანავე მას აქვს აფექტური აზროვნება აქვს. აღენიშნება ისტერიული პერსონოლოგიური აშლილობა და არის ეგოცენტრული, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. თუმცა ეს ყველაფერი მის შერაცხადობაზე გავლენას არ ახდენს.

მაგდა პაპიძე არის შერაცხადი და იმ ქმედებებისას, რაც ბრალად ედება, ფსიქიურად არ იყო აშლილი. მას შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. მისი თქმით, პაპიძეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც საკუთარი თავის დაცვაში უშლის ხელს.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი: აფხაზეთი თქვენთვისაა ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა
შემდეგი სტატიაცეზარ ჩოჩელი: «მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!»