გრიგორი კარასინი: აფხაზეთი თქვენთვისაა ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა

„აუცილებელია მოხდეს იმ ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება, რომელიც აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე 19 მაისს ჰქონდა ადგილი, აუცილებელია დამნაშავეების დასჯა”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„აუცილებელია მოხდეს იმ ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება, რომელიც აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე 19 მაისს ჰქონდა ადგილი, აუცილებელია დამნაშავეების დასჯა. ეს თემა განვიხილეთ ჟენევის დისკუსიების დროს ჩვენ ცოტა გვაღელვებს , რომ წინა საარჩევნო პერიოდის გამო ემოციური მსჯელობიდან გამომდინარე, მთელმა რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა მომხდარში მაშინვე რუსეთი დაადანაშაულეს, ჩვენ ამას საფუძველშივე არ ვეთანხმებით. ამ თემაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს არსებული ფორმატით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე , რომელიც როგორც მე ვიცი 6 ივლისს შეიკრიბება. აფხაზეთი თქვენთვისაა ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ. სანამ არ შეწყვეტთ ამ უშედეგო კამათს წინ ვერ წავალთ. აუცილებელია არსებული რეალობის აღიარება და ინციდენტში გარკვევა, ეს იმ შემთხვევაში თუ გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სამართალმა იზეიმოს. თუ დაუსრულებლად ვიკამათებთ იმაზე, თუ რა ტერიტორიაა და ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომის პერიოდში, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გადავალთ უკვე სემინარზე. ამის ნაცვლად უნდა გამოვიძიოთ კონკრეტული ტრაგიკული ინციდენტი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს. საქმეს აფხაზური მხარე იძიებს“- განაცხადა გრიგორი კარასინმა.

banner
წინა სტატიაშიკი თუ არა სავალდებულო სამსახურს? ერთმნიშვნელოვნად კი!
შემდეგი სტატიაპაპიძის სასამართლო პროცესზე ფსიქიატრი დაკითხეს- რა დიაგნოზი დაუსვეს ბრალდებულს?