“პანსიონატში ცხოვრება არ სრულდება” – ხანდაზმულთა გულწრფელი წერილები სანტას + VIDEO

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. “თაიმერის” ჟურნალისტი თბილისში, მოხუცთა პანსიონატს -“ბასილიადას” ესტუმრა. პანსიონატში სულ 36 მოხუცი ცხოვრობს.

ახალი წელი ძირითად, სურვილებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ,  მათ გადაწყვიტეს, ჩვენი საშუალებით წერილი მიეწერათ სანტასთვის. მოხუცთა ნაწილი თავისუფლად წერს, ნაწილს კი – წერა (ფიზიკურად) არ შეუძლია.

 

 

89 წლის ციალა ბებოს, რომელიც სოფლის მეურნეობის დოქტორია, სურს სუნამო და საზაფხულო შარვალი. ციალა ბებოს თურმე საინტერესო ტრადიცია ჰქონია – ის ყოველ ახალ წელს, მისი პენსიიდან ნაყიდი ნიგვზით ჩურჩხელებს ავლებს და ექიმებს ურიგებს. თან, საიდუმლო რეცეპტსაც გვიზიარებს:”ჩურჩხელა კარგი რომ გამოვიდეს, “ადესის” ტკბილში უნდა ამოავლოო”.

მარინა 76 წლისაა… თავისებური თანამედროვე ჩაცმის სტილით გამოირჩევა და ყველას ყურადღებას იქცევს. ის წლები ექიმად მუშაობდა. სურს შავი ფერის დუტი.

78 ნადეჟდა   თავისი სილამაზით დღემდე გამოირჩევა. 19 წლის ყოფილა, როცა გათხოვილა და ქართველს გაჰყოლია.წარმოშობით უკრაინელია, ახლა დიდი გულისტკივილით იხსენებს სამშობლოს და სურს მშვიდობა. მერე მორიდებით დასძენს, “მაჯის საათიო”.

ბოლოს ასეთი ფრაზით დამემშვიდობენენ: “პანსიონატში მისვლით ცხოვრება არ სრულდება, პირიქით – იწყება ახალი ეტაპი”. მიუხედავად ასაკისა, მათ მაინც სჯერათ სანტასი.

https://youtu.be/dZQuhIE7sY0

გთავაზობთ ჩამონათვალს:
დიდი პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით, პანსიონატი “ბასილიადას” ბებიები და ბაბუები:

გვარებს მათივე თხოვნით,  არვწერთ.

1.ლია, 86 წლის თბილი ყელიანი სვიტერი- იისფერი, შავი ან ლურჯი L ზომა და თბილი ქველაწელი ისიც Lზომა.
2.რუსუდანი, 75 წლის დათბილული შუზები 37 ზომა.
3. ლარისა, 82 წლის – თბილი შუზები 40 ზომა,ან შნურებით ან გადასაწებებლით. ფეხი არის პრობლემური, მაღალი ,,პადიომით“.
4. მზია,  83 წლის- საწოლის თეთრეული და ღამის პერანგი.
5. ზოია,  62 წლის – საწოლის თეთრეული .
6. ზინაიდა,  – 84 წლის -საწოლის თეთრეული.
7.თინა ,  70 წლის – საწოლის თეთრეული, თბილი სპორტული ზედა -ქვედა S ზომა.
8. დარეჯანი , 79 წლის -თეთრი ბოტასი ან შავი 41 ზომა.
9. დოდო, 77 წლის დათბილული შუზები40-41 ზომა, თბილი სპორტული შარვალი 56 ზომა.(შარვალი ქვემოთ მანჟეტის გარეშე).
10. ანზორი, 73 წლის -თბილი ბაიკის სპორტულები -56 ზომა,ყელიანი ბათინკები 43 ზომა.
11. გერმანე , 70 წლის -თბილი ბაიკის სპორტულებით 48 ზომა,ყელიანი ბათინკები 42 ზომა.
12. მიშა, 76 წლის – თბილი დუტის კურტკა L-ზომა ,თბილი ,,ბათინკები „ 41 ზომა.
13. სვეტა , 67 წლის – თბილი სპორტულები ქალის 50-52 ზომა.
14. გიორგი , 74 წლის-  თბილი სპორტული ზედა -ქვედა კაპიშონით, 50 ზომა,თბილი ,, ბათინკები“ 43 ზომა.
15. გურამი ქიტიაშვილი 71 წლის –თბილი სპორტული ზედა -ქვედა კაპიშონით 46 ზომა კაშნე.
16. რაული ტეფნაძე 81 წლის –თბილი ბაიკის სპორტულებით 48 ზომა,ყელიანი ,,ბათინკები’’ 42 ზომა.
17.ნარიზი, 73 წლის ქალის სპორტული ზედა ქვედა 50 ზომა თბილი შუზები 39-40 ზომა.
18. ნაზია,  86 წლის დათბილული ადვილად ჩასაცმელი შუზები 39 ზომა, ქალის სპორტული შარვალი 50 ზომა.
19. მერი , 87 წლის ქალის სპორტული შარვლები 2 ცალი. ყელიანი ჩუსტები თბილი 40 ზომა.
20. ეველინა,  80 წლის -თბილი ყელიანი ადვილად ჩასაცმელი ჩუსტები გარეთ გასასვლელი 40-41 ზომა.
21.მზია, 80 წლის – თბილი სპორტული ზრდა-ვედა 50 ზომა .
22. მერი, 87 წლის თბილი სპორტულები 46 ზომა,ამოსაცმელი ჩუსტები 37 ზომა.
23. ალლა , 89 წლის -ქალის სპორტულები 48 ზომა ,ყელიანი თბილი ჩუსტები 39-40 ზომა .
24. მარიამი, 81წლის – ქალის სპორტულები 46 ზომა ,ყელიანი თბილი ჩუსტები 38-39 ზომა
25. შალვა , 81 წლის – ყელიანი ,,ბათინკები’’- 40ზომა.
26. გიორგი  – დუტი კურტკა 48 ზომა.დათბილული ფეხსაცმელი 42 ზომა.
27. გიორგი , 74 წლის-  თბილი ბაიკის სპორტულები კაპიშონით 52 ზომა,ყელიანი ბათინკები 44 ზომა.
28. მურმანი , 70 წლის —თბილი ბაიკის სპორტულებით კაპიშონით 46 ზომა,ყელიანი,, ბათინკები’’ ან ბოტასები 43 ზომა.
29. დიმიტრი ,  76 წლის —თბილი ბაიკის სპორტულები კაპიშონით 52 ზომა,ყელიანი ,,ბათინკები’’ ან ბოტასები 43ზომა.
30. მზია , 66 წლის – თბილი შუზები , განიერი ყელით ადვილად ჩასაცმელი 39-40 ზომა.
31. თამარი  83 წლის-  თბილი სპორტული ზედა-ქვედა 48 ზომა.
32. იოსები , 70 წლის – თბილი სპორტული ზედა-ქვედა 58 ზომა.
33. ნელი, 75 წლის – შავი ფერის თბილი ქუდი და მოსახვევი შალი.

 

ჯემალ ღამბაშიძე 
banner
წინა სტატიაშიქართველი ტრეფიკერი, დევნის დროს, ათ მანქანას შეეჯახა და ორი უნგრელი პოლიციელი დაჭრა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ლიკვიდირებულ ათამდე აფხაზ ბოევიკს შორის ვალენტინა ძიძარიას შვილიშვილიცაა