ქართველი ტრეფიკერი, დევნის დროს, ათ მანქანას შეეჯახა და ორი უნგრელი პოლიციელი დაჭრა

უნგრეთის პოლიციამ, საქართველოს მოქალაქე დააკავა. ფურგონში, რომელსაც ტრეფიკინგში ბრალდებული მართავდა, 35 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა. ფურგონის დრამატული დევნის ვიდეომასალა უნგრეთის პოლიციამ გაავრცელა.

უნგრეთის მედიის ინფორმაციით, ქართველი მძღოლი გაქცევისას, პოლიციის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაშავდა.

police.hu-ს ცნობით, სამშაბათს საღამოს პოლიციას სურდა შეემოწმებინა ფურგონი პოლონური სარეგისტრაციო ნომრით, ქალაქ ბიატორბაგის მახლობლად M1 გზატკეცილზე, მაგრამ მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა.

„ბუდაპეშტში, ქართველი მამაკაცი სამართალდამცველების მხრიდან დევნის დროს ათ მანქანას შეეჯახა, მათ შორია პოლიციის ავტომობილსაც, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა მალევე დააკავეს“, – ნათქვამია police.hu-ს გვერდზე.

პოლიციის მიერ ფურგონში აღმოჩენილმა 35 არალეგალურმა მიგრანტმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ მაროკოს და სირიის მოქალაქეობა.

„აქციის დროს არალეგალური მიგრანტებიდან არავინ დაშავებულა“, – დასძინა უნგრეთის პოლიციამ.

საქართველოს მოქალაქეს ადამიანების ტრეფიკინგის ბრალდება წაუყენეს და დააკავეს. უნგრული მედიის ცნობით, ის შესაძლოა, თანამდებობის პირზე თავდასხმაშიც დაადანაშაულონ.

 

https://youtu.be/2c2yIjDceb0

banner
წინა სტატიაშიიაცეკ სარიუშ ვოლსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეშია მისი ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო სიკვდილის გამო
შემდეგი სტატია“პანსიონატში ცხოვრება არ სრულდება” – ხანდაზმულთა გულწრფელი წერილები სანტას + VIDEO