უკრაინაში ლიკვიდირებულ ათამდე აფხაზ ბოევიკს შორის ვალენტინა ძიძარიას შვილიშვილიცაა

 

გუშინ უკრაინაში აფხაზი ბოევიკები მოკლეს.ფრონტზე საკვანძო მოვლენები, ამჟამად, დონეცკის ოლქის ბახმუტისა და ავდიივკას მახლობლად მიმდინარეობს.

როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, მოკლული ბოევიკები უკანონო, შეიარაღებული ფორმირების “პიატნაშკას” წევრები არიან: ნოდიკი, იგივე, მადბეი აბიძბა, დიმიტრი ცვიჟბა და ადამ ლაგულა, რომელიც ვალენტინა ძიძარიას შვილიშვილია.

შეგახსენებთ, რომ ვალენტინა ძიძარია აფხაზეთის ომში 1992-93 წლებში
ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, მას არაერთი ქართველი ჰყავს მოკლული.

“თაიმერის” ინფორმაციით, ამ სამის გარდა, ლიკვიდირებულია, კიდევ, ათამდე აფხაზი ბოევიკი.

banner
წინა სტატიაში“პანსიონატში ცხოვრება არ სრულდება” – ხანდაზმულთა გულწრფელი წერილები სანტას + VIDEO
შემდეგი სტატიადასავლეთმა რუსული კომპანია “აეროფლოტის” კუთვნილი 357 თვითმფრინავიდან 13 დააკავა