ფანჩატურის და ქოლგის იდეა ჩავარდა – თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში დამარცხდებიან – თალაკვაძე

თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, – ამის შესახებ ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას ეს საკითხი არ აინტერესებს, ხოლო ოპოზიცია რეალობის სხვაგვარად გასაღებას ცდილობს, მათ შორის, ამაზე მიუთითებს მათი ვიზიტიც უკრაინაში, როცა “ცალკე საქართველოს წარმოდგენა სცადეს.”

“რადიკალური ოპოზიცია ძალიან ნერვიულობს ამ დღეებში, რადგან დღის წესრიგში საკითხები აღარ დარჩათ, რომელზეც ხმამაღლა და პათეტიკურად შეუძლიათ ისაუბრონ, ამიტომ ცდილობენ მოიფიქრონ საკითხები, რითაც საინფორმაციო ზედაპირზე დარჩებიან. ამის გარდა, შიგნით სერიოზული დაძაბულობაა, რაც საჯაროდ ჩანს უკვე. როგორც ჩანს, ფანჩატურის და ქოლგის იდეა ჩავარდა და ახალ ფორმატებზე ფიქრი სჭირდებათ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მოკლედ გიპასუხებთ – თუ ასეთი მავნებულური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, როგორითაც ახლა მუშაობენ, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი არ ექნებათ დასრულებული, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან,”- განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. ლევან ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან.

banner
წინა სტატიაშიპუტინის ბრძანებას მასიური განადგურების იარაღის გამოყენების თაობაზე, არავინ შეასრულებს – ოლეგ ჟდანოვი
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს – ლავროვი