პუტინის ბრძანებას მასიური განადგურების იარაღის გამოყენების თაობაზე, არავინ შეასრულებს – ოლეგ ჟდანოვი

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, ოლეგ ჟდანოვის თქმით, კრემლში ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო და არც კი აინტერესებთ, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ პუტინია. ამის შესახებ მან უკრაინა 24-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ჟდანოვის თქმით, პუტინმა, უკრაინაში მასიური განადგურების იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ბრძანებას კრემლში არ შეასრულებენ.

“დარწმუნებული ვარ პუტინი ხვდება, რომ ვითარებაზე კონტროლს კარგავს. იმდენად სულელი არ არის რომ ფრონტზე არსებულ სიტუაციას ვერ ხედავდეს და დასკვნებს ვერ აკეთებდეს. შესაძლებელია გამწარებულმა პუტინმა, მასიური განადგურების იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს, აუცილებელი არაა, იყოს ატომური ბომბი, შეიძლება ეს ქიმიური იარაღი იყოს, თუმცა მთავარია მისცემენ თუ არა ამის საშუალებას, ძალიან ბევრი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ კრემლში ადამიანები ამოძრავდნენ და არ ამახვილებენ ყურადღებას, თუ ვინ ზის ტახტზე, რა თქმა უნდა, პუტინს ვგულისხმობ.

ყველა თავის გამორჩენისა და გვირგვინის ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის. ვლადიმერ სალავიოვის ბოლო გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ, სადაც რუსი პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ, რომ დენაციფიკაციის საკითხს უკრაინელებმა თავისით უნდა მიხედონ, რომ უკრაინის სახით მეორე ავღანეთი არ სურთ. ეს სამთავრობო არხია, სადაც ასე უბრალოდ არავინ გალაპარაკებს, მითუმეტეს, როდესაც ფე-ეს-ბე აკონტროლებს.

პატრუსევიჩი პირადად ხელმძღვანელობს რუსეთის პროპაგანდულ სისტემას, ეტყობა, რომ რუსეთის დამოკიდებულება იცვლება, ამასთან პატრუსევიჩს როგორ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, პუტინისგან ქვეყნის მარტვილის სრული კანტბლაში აქვს. შესაძლებელია პუტინმა რუსი პოლიტიკოსების შეცვლილი რიტორიკის შესახებ არაფერი იცოდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს. მიმდინარე მოვლენები მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო, რომ პუტინის ბრძანებას მასიური განადგურების იარაღის გამოყენებაზე არავინ შეასრულებს”, – ამბობს ოლეგ ჟდანოვი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილა
შემდეგი სტატიაფანჩატურის და ქოლგის იდეა ჩავარდა – თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში დამარცხდებიან – თალაკვაძე