რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.

“მხოლოდ კონვენციური იარაღი”. – თქვა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუს დროს.

სერგეი ლავროვის ინფორმაციით, ომის ახალი ფაზა დაიწყო.

“ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმართულია, როგორც დასაწყისიდანვე იყო გამოცხადებული, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრული გათავისუფლებისკენ. ეს ოპერაცია გაგრძელდება, ამ ოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება და, მგონია, ახლა იქნება მნიშვნელოვანი მომენტი”. – თქვა სერგეი ლავროვმა.

23 მარტს, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში არ გამორიცხა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება. პესკოვმა თქვა, რომ თუ რუსეთისთვის “ეგზისტენციალური საფრთხე” იარსებებს, მაშინ, შესაძლოა, ბირთვული პოტენციალი გამოიყენონ.

banner
წინა სტატიაშიფანჩატურის და ქოლგის იდეა ჩავარდა – თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში დამარცხდებიან – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაკიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ვერეშჩუკის განცხადებები უთანხმოებას თესავს – მოლდოვის ელჩი უკრაინაში