პალმის ზეთის საჭმელად გამოყენება ჭარბწონიანობას და გლობალური მასშტაბის ქრონიკულ დაავადებებს იწვევს

პალმის ზეთის საჭმელად გამოყენება ჭარბწონიანობას და გლობალური მასშტაბის ქრონიკულ დაავადებებს იწვევს, მისი წარმოება კი ბუნებას აზიანებს – ასეთია მოხსენების ძირითადი აზრი, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოამზადა და რომელიც უახლოეს პარიოდში გამოქვეყნდება – “ბიბისი” წერს. დოკუმენტის ავტორები პატმის ზეთს თამბაქოს და ალკოჰოლის წარმოებას ადარებენ ჯანმრთელობისათვის და ბუნებისათვის მიყენებული ზიანის შედარებისას.

მოხსენებაში მსოფლიო მასშტაბით სწავლულებს, პოლიტიკოსებს და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს რეკომენდაციას აძლევენ გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას პალმის ზეთთან დაკავშირებით, რომ “ამ ინდუსტრიის ნეგატიური გავლენა შეამცირონ ადამიანებსა და პლანეტაზე” – ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში საპენსიო ასაკი დაწიეს
შემდეგი სტატია“იძულებითი კორუფცია” – რუსულ კანონმდებლობაში ახალი ტერმინი შემოდის