“იძულებითი კორუფცია” – რუსულ კანონმდებლობაში ახალი ტერმინი შემოდის

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ წინადადება წამოაყენა, ანტიკორუფციული კანონმდებობის შესაბამისად არ დასაჯონ ჩინოვნიკები, თუკი მისი დაცვა “გადაულახავი გარემოებების” გამო შეუძლებელი გახდა. სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად შესწორებების პროექტს ამზადებს. ისინი მხოლოდ “კორუფციასთან ბრძოლის შესახებ” კანონს ეხება. სამინისტროს არ განუმარტავს რას ნიშნავს “გადაულახავი გარემოებები”. ასევე, პროექტის მიხედვით, კანონში შევა ტერმინი “იძულებითი კორუფცია” – “ბიბისი” წერს.
კრემლმა განაცხადა, რომ ინიციატივას არ იცნობენ. “არანაირად არ ვაფასებთ, არ გვაქვს არანაირი პოზიცია” – პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპალმის ზეთის საჭმელად გამოყენება ჭარბწონიანობას და გლობალური მასშტაბის ქრონიკულ დაავადებებს იწვევს
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას წინააღმდეგ გავრცელებულ კადრებს შურისძიებას უკავშირებს