იტალიაში საპენსიო ასაკი დაწიეს

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში საპენსიო ასაკს დაბლა წევს. ახლა საპენსიო დროის გამოთვლის პრინციპი ე.წ. “კვიტა 100” იქნება, რომელიც ნიშნავს ასაკისა და მუშაობის სტაჟის ჯამს. ექსპერტები ამ რეფორმას აკრიტიკებენ – “დოიჩე ველე” წერს.
ახალი კანონით იტალიაში საპენსიო ასაკმა 66-დან (ქალებისათვის) და 67-დან (მამაკაცებისათვის) 62 წლამდე დაიწია იმ შემთხვევაში, თუკი ამ მომენტისთვის სამუშაო სტაჟი უკვე 38 წელს შეადგენს.

კანონით, პენსიაზე ადრე შეუძლიათ გასვლა იმ პირებს, რომელთა სტაჟმა 41 წელი (ქალებისათვის) და 42 წელი (მამაკაცებისათვის) შეადგინა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა მატარელამ სოციალურად დაბალი შემოსავლების მქონე პირებისთვის, უმუშევრებისთვის და ხანდაზმულთათვის საბაზისო შემოსავალი დააწესა. იტალიელები, რომლებიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარზე დაბლა დგანან, სოციალური დახმარების სახით 780 ევროს მიიღებენ ყოველთვურად.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტიგინაშვილი: ვინ ვის ემსახურება, ეს მზესავით ნათელია!
შემდეგი სტატიაპალმის ზეთის საჭმელად გამოყენება ჭარბწონიანობას და გლობალური მასშტაბის ქრონიკულ დაავადებებს იწვევს