ფალავანდიშვილი – ვითხოვთ „პრაიდის“ გაუქმებას, ასევე კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის გაძევებას

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და საზოგადოებრივი ცენტრი „ზნეობას” წევრებმა „თბილისი პრაიდის“ მიერ „ღირსების მარშის” ორგანიზებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს. მათ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის სახელზე განცხადება შეიტანეს. ისინი ელჩის გადადგომას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, გაავრცელებენ პეტიციას, რომელსაც ათასობით ქართველი მოაწერს ხელს.

„თქვენ ნახეთ რაოდენ ბნელი ორგანიზაციაა ევროკავშირი. ,,ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” ითვლის 5000-მდე მხარდამჭერს მრევლის სახით. ბატონი ჰარცელი და ევროკავშირი დუმს და ჩაკეტილი აქვს თავისი სივრცე. გავავრცელებთ პეტიციას, რომელსაც ათასობით ქართველი მოაწერს ხელს, განსაკუთრებით ლგბტ პრაიდის გამართვის წინ. ჩვენ ვითხოვთ პრაიდის გაუქმებას, ასევე კარლ ჰარცელის და ამერიკის ელჩ კელი დეგნანის გაძევებას, „პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას. მათ ოკუპირებული აქვთ მთელი იდეოლოგია, მაგრამ ხალხს ვერ მოერევიან”, – აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხოჯევანიშვილი – სასამართლოში მიმდინარე პროცესების გადასაფარად „ოცნებამ“ სავარაუდოდ, იძულებით გადააყენა ჟვანია
შემდეგი სტატიანიკა სიმონიშვილი – თამარ ჟვანიას გადადგომით არაფერი შეიცვლება