ხოჯევანიშვილი – სასამართლოში მიმდინარე პროცესების გადასაფარად „ოცნებამ“ სავარაუდოდ, იძულებით გადააყენა ჟვანია

„ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები, რათა გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ჟვანიას გათავისუფლება კარგი საშუალება იყო.

„ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგების შენარჩუნება ვერ შეძლო. ამის მიზეზია სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე. შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, „ქართულმა ოცნებამ“ სავარაუდოდ იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას. „ქართული ოცნება“ იძულებულია, მიიღოს გარკვეული რადიკალური ზომები, რათა გადაფაროს სასამართლოში მიმდინარე პროცესები. ამ თვალსაზრისით კარგი საშუალება იყო ჟვანიას გათავისუფლება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების ბიურომ თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა
შემდეგი სტატიაფალავანდიშვილი – ვითხოვთ „პრაიდის“ გაუქმებას, ასევე კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის გაძევებას