„ფაიზერსა“ და „ბიოენტექში“ აცხადებენ, რომ წლის ბოლოს ვაქცინა შესაძლოა, მილიონობით ადამიანმა მიიღოს

გერმანულმა კომპანია „ბიოენტექმა“, რომელიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ ერთად მუშობს, ადამიანებზე ტესტირება უკვე დაიწყო. კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ შემდეგი კვირიდან ტესტირებები ამერიკაშიც დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს.

როგორც გერმანული კომპანია „ბიოენტექი“ იუწყება, ცდების 12 მონაწილეს შესაძლო ვაქცინის (BNT162) დოზები უკვე მისცეს. ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ჯერ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.

„ფაიზერსა“ და „ბიოენტექში“, აცხადებენ, რომ წლის ბოლოს ვაქცინა შესაძლოა, მილიონობით ადამიანმა მიიღოს. ეს დამოკიდებული იქნება საცდელი ვაქცინის წარმატებაზე, რეგულაციებსა და იმ რესურსების მზადყოფნაზე, რომელიც მილიონობით ვაქცინის წარმოებისთვის იქნება საჭირო.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი – საქართველოს მთავრობამ შეუდარებლად იმუშავა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას მისცემს ქვეყანას, ეფექტურად გაუმკლავდეს კრიზისს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სოციალურ აგენტებს ხელფასზე ორჯერ მეტი ბონუსური ანაზღაურება დაერიცხებათ