ფაიზერის ვაქცინა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ნაკლებად ერევა

გერმანულ-ამერიკული ვაქცინა “ფაიზერი” ნაკლებად ეფექტურია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტისგან ორგანიზმის დაცვაში, SARS-CoV-2-ის სხვა ვარიანტებთან შედარებით – კვირას, 11 აპრილს ებრაელმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს – “დოიჩე ველე” წერს. კვლევის ერთ-ერთი ავტორის სიტყვებით, რომელიც თელ-ავივის ადი სტერნის უნივერსიტეტში მუშაობს, “კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ვაქცინის დამცავი მოქმედებებისთვის თავის არიდება შეუძლია ” .

ისრაელში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი დაავადებულთა ერთ პროცენტზე ნაკლებს აქვს. “ფაიზერის” ვაქცინის ამ მუტაციასთან მდგრადობის კვლევებისას, რომელსაც თელ-ავივის უნივერსიტეტი და სამედიცონო სადაზღვევო საზოგადოება Clalit-ი ატარებდა, 400 აუცრელი პაციენტისა და 400 მინიმუმ ერთ აცრა გაკეთებული პირების მონაცემები შეადარეს. აღმოჩნდა, რომ 150 კორონავირუსის მქონე პაციენტში, ორივე ვაქცინის მიღების მიუხედავად, აფრიკული ვარიანტი B.1.351-ით დაავადების შემთხვევა რვაჯერ მეტი იყო, ვიდრე გამოკვლევის იმ მონაწილეებში, რომელთაც არ ჰონდათ აცრა გაკეთებული. “ეს ნიშნავს იმას, რომ “ფაიზერი”, მიუხედავად იმისა, რომ მაღალეფექტურია, სამხრეთაფრუკულ მუტაციას იგივენაირად ვერ უმკლავდება” – მეცნიერები ამბობენ.

ამავე დროს, მათ არ დაუკონკრეტებიათ, დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც აცრა გაკეთებული ჰონდათ, დაავადება რთულად მიდიოდა თუ მარტივად.

დღეისათვის ისრაელში 9,3 მილიონი ადამიანია “ფაიზერით” აცრილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კულუმბეგოვი: მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჩინური ვაქცინის აღიარება
შემდეგი სტატიანიკოლოზ ვაშაკიძე: საქართველო მაქსიმალურად გვერდი უნდა დაუდგეს უკრაინას!