ბიძინა კულუმბეგოვი: მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჩინური ვაქცინის აღიარება

„ჩინურ ვაქცინებთან მიმართებით რაც რეალურად ვიცით, ყველა მონაცემი, რომელიც ჯერჯერობით არსებობს, არის ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მონაცემი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ არსებობს მესამე ფაზის შემაჯამებელი არც ერთი სტატია, გამოქვეყნებული რომელიმე მაღალ რეფერირებად ჟურნალში, რომელიც ამბობს, ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა რამდენს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაქცინას ჰქონდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, რადგან ეს ორგანიზაცია მწარმოებელ კომპანიას სთხოვს დოსიეს, სადაც დეტალურად უნდა იყოს აწონილი ყველა შესაძლო რისკი და სარგებელი, კლინიკური ეფექტიანობა, გვერდითი მოვლენა. სწორედ ამის შემდეგ იქნება ვაქცინა უკვე მისაღები. ამიტომ ჯერჯერობით ყველა მონაცემი, რომელიც არის: ბრაზილიაში 50 პროცენტი, სადღაც 73, სადღაც 80 პროცენტი, – ეს არის მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის მიერ გაცხადებული პროცენტი. მეცნიერებაში ასე არ აკეთებენ. მეცნიერება არის მხოლოდ მაღალ რეფერირებად ჟურნალში, ან რომელიმე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებული მარეგულირებელი დამოუკიდებელი საბჭოს დასკვნა. ჯერჯერობით, არც „სინოფარმისა“ და არც „სინოვაკის“ მსგავსი ტიპის დადასტურებული კვლევების ეფექტიანობა და მით უმეტეს, უსაფრთხოების ნაწილში არ არსებობს“, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმაჰაჩყალაში ნავალნის შტაბის წარმომადგენლები დაიკარგნენ
შემდეგი სტატიაფაიზერის ვაქცინა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ნაკლებად ერევა