პაატა მანჯგალაძე – ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს

ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ აქტივისტების აზრს, მაგრამ თუ ეს ეხება კანონის დარღვევას, საუბარია მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნაზე, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, როგორც უკიდურესი ზომა.

ამ ეტაპზე გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს და არ მიაჩნია აუცილებლად“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი – ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ, კარგი შვილები გვყავს და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს
შემდეგი სტატიაენმ-ს ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს