ენმ-ს ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საორგანიზაციო შეხვედრა იმ საკითხებს ეხება, რომლებიც 26 თებერვალს, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე გააჟღერეს.

ცნობილია ისიც, რომ ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმებს დასახავენ და პოზიციებს შეაჯერებენ. მათივე განცხადებით, პროტესტი იქნება პერმანენტული და შესაბამისად, ბევრი აქტივობაა დასაგეგმი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მარტში რამდენიმე აქციას, მათ შორის კანცელარიის პიკეტს და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.

ჩვენ, 2 მარტს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად, ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა;

5 მარტს, ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, იმისთის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს ღარიბაშვილს. რომელიც თავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშილის ხმა ისმის;

9 მარტს, ჩვენ ვგეგმავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამინის ნება-სურვილის შემსრულებელი. იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანების უფლებებს;

11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას, ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და უსამართლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მტავარ სიმბოლოდ;

13 მარტს, ამ აქციების ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად და, რა თქმა უდნა, ეს იქნება კდიევ ერთი აქცია და მარში თავისუფლებისთვის, – თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტია. ამბობენ, რომ უცხოელ სტუმართან მათ კონკრეტული გზავნილები ექნებათ, მათ შორის მთავარი კი პოლიტპატიმრების, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე – ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს
შემდეგი სტატიაყველა ჰესი უმაღლესი სტანდარტებით უნდა აშენდეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა მათი თანამესაკუთრე უნდა გახდეს