პაატა იმნაძე: საქართველოში ინფიცირებული მედპერსონა გვყავს მხოლოდ ერთი, რომელსაც ასე ვთქვათ, პაციენტისაგან დაინფიცირდა

“საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონა გვყავს მხოლოდ ერთი, რომელსაც ასე ვთქვათ, პაციენტისაგან დაინფიცირდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ყველა ის საავადმყოფო, სადაც იმყოფებიან კორონავირუსიანი პაციენტები, ამ მიზეზით რომ დაიხუროს? ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხდევას კორონავირუსიანი პაციენტი.

ახლაა ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო და არსად, არცერთ გაიდლაინში, პროტოკოლში, სამედიცინო პერსონალის, რომელიც უნდა იყოს ჩვეულებრივად დაცული, კონტაქტი ინფიცირებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად. ის არის სამედიცინო პერსონალი და აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას ”,- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე .

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა
შემდეგი სტატიათერჯოლის საკრებულომ ბონდო სოფრომაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღო