ტიკარაძე: კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, საიდანაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

 

„ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 35 ქართველ მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია, საიდანაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ხუთი მოქალაქე გარდაიცვალა. ეს რიცხვიც, მუდმივად მზარდია და ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ინფექციური საავადმყოფოს საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: საქართველოში ინფიცირებული მედპერსონა გვყავს მხოლოდ ერთი, რომელსაც ასე ვთქვათ, პაციენტისაგან დაინფიცირდა