პაატა იმნაძე: ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსით დაინფიცირებული ბოლო პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე შეშფოთების მიზეზს არ იძლევა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრით, ბოლო შემთხვევებში საინტერესოა 2, რადგან დანარჩენი ყველა არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი.

„ამ ორის შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს მათი ინფიცირების შესაძლო წყაროები“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშინომრით 144 ცხელი ხაზის შესაძლებლობები გაიზრდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული ინფორმაცია მიიღონ შეზღუდვების შესახებ
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე : კორონავირუსის 110 შემთხვევა 2 000 ტესტირებულიდან არის დადასტურებული