პაატა იმნაძე : კორონავირუსის 110 შემთხვევა 2 000 ტესტირებულიდან არის დადასტურებული

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეისთვის საქართველოში 2200-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებული ტესტიდან კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული.

„დღეისთვის საქართველოში ბოლო, აი, ამ წუთის მონაცემებით, დადასტურებულია 110 შემთხვევა და სხვათაშორის, ბევრი კითხვებია ხოლმე ამ 110 შემთხვევაზე. ეს 110 შემთხვევა არის 2 200-ზე მეტი ტესტირებულიდან, რომ ვიცოდეთ, კითხვები რომ არ იყოს ხოლმე. 2200-ზე მეტი ადამიანი დღეისათვის არის გატესტილი PCR მეთოდით, გინდა სწრაფი დაუძახეთ, ამაზე სწრაფი, რა პასუხსაც ჩვენ ვიძლევით, შეგიძლიათ შეადაროთ სხვა ქვეყნებს, არ არსებობს. 2200-ზე მეტი ადამიანი არის გატესტილი“ ,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა