პაატა დავითაია პანკისთან დაკავშირებით ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდებს

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს“პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება საგანგაშოა” – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.

“ხელისუფლებას მოვუწოდებ შეაჩეროს ის ძალადობრივი მომენტები, რომელსაც მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს და გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი. არ შეიძლება ასეთი ქმედება ძალისმიერი პრიციპით პანკისის ხეობაში. ეს არის სპეციფიკური ხეობა და ყველა მოქმედება უნდა იყოს აწონ-დაწონილი. აქედან გამომდინარე, მხარს ვუჭერ მოსახლეობის მოთხოვნებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და შეაჩეროს მშენებლობა და არ დაუშვას ძალისმიერი ენით საუბარი მოსახლეობასთან. ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც შეიძლება მოხდეს პანკისი ხეობაში იქნება გამოყენებული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – აცხადებს დავითაია “თაიმერთან” პანკისში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

დღეს პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. პანკისის ხეობიდან გავრცელებულ ვიდეოზე დაშავებული ადგილობრივი ჩანს.

 

https://www.facebook.com/bordzgor/videos/2606419056053958/?t=1

banner
წინა სტატიაშიმიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება, აუცილებელია ახსნა-განმარტება და შეთანხმების მიღწევა – პანკისის ხეობის უხუცესი
შემდეგი სტატია„რეზინის ტყვიების გამოყენება არღვევს დემოკრატიის პრინციპებს“ – „კანონი და სამართლი“ პანკისის მოვლენებზე