პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ფონდ “იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბურჭულაძის მეუღლე საგამოძიებო ორგანოში პირველ მარტს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

“საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანას” დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 1 მარტს, 13:00 საათზე, დაბარებულია ფონდის ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში ქალებს ჯარში მსახურების უფლება მისცეს
შემდეგი სტატიათურქეთის პოლიცია ქართველი კანონიერი ქურდის სავარაუდო მკვლელზე გავიდა