საუდის არაბეთში ქალებს ჯარში მსახურების უფლება მისცეს

საუდის არაბეთში ქალებს შეუძლიათ განცხადება შეიტანონ და სამსახური მიიღონ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულ ძალებში ერ-რიადში, მედინასა და ალ-კასიმში. ამასთანავე, აუცილებელია, ისინი 12 კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, მათ შორის, ასაკობრივ ზღვარს და იმას, რომ საშუალო განათლება უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, შეიარაღებულ ძალებში მსურველ ქალებს უნდა ყავდეთ მზრუნველი-მამაკაცი – ქმარი, ძმა, მამა ან შვილი, რომელთანაც უნდა იცხოვრონ იმ პროვინციაში, სადაც აპირებენ სამსახურს.
რამდენიმე დღის წინ ასევე, გავრცელდა, რომ საუდის არაბეთში გაჩნდა კიკბოქსინგის ქალთა კლუბი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქალებს უფლება მიეცათ სპორტულ ღონისძიებებს დაესწრონ.

banner
წინა სტატიაშიაშშ თურქეთს სანქციებით ემუქრება თუკი ის რუსულ სარაკეტო კომპლექსს იყიდის
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს