თურქეთის პოლიცია ქართველი კანონიერი ქურდის სავარაუდო მკვლელზე გავიდა

თურქეთის პოლიცია ქართველი კანონიერი ქურდის დავით ალხანაშვილის მკვლელის კვალზე გავიდა. კანონიერი ქურდი, ასევე, ცნობილი იყო, როგორც დათო პანკისელი. ის სტამბოლში, 2017 წლის 22 დეკემბერს მოკლეს.
თურქი ძალოვანების ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი სომხეთის მოქალაქეებმა მოკლეს, სავარაუდო ორგანიზატორი კი, სომეხი კანონიერი ქურდი ანდრანიკ სოგოიანი (ლენინაკანელი ზაპი) იყო. დათო პანკისელის ლიკვიდაციის წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ, ზაპმა, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ნომერ პირველი კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის (იგივე გული) ლიკვიდაციაზე მიიღო შეკვეთა. შაქრო კალაშოვის შემდეგ სალიფოვი ითვლება რუსეთში ნომერ პირველი კანონიერი ქურდის წოდების პრეტენდენტად.
გამოძიების ვარაუდით, სოგოიანი, სავარაუდოდ, დათო ოზმანოვის მითითებებით მოქმედებდა, რომელიც კალაშოვის ნათესავია. ოზმანოვს 2011 წელს ბელგიაში სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე მოქმედი კანონიერი ქურდი, მათ შორის იყო დათო პანკისელი. მაშინ ოზმანოვს დანით მრავალი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის, სახესა და თავში, მაგრამ ის გადარჩა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატია,,ყაჩაღი იღებს ხელფასს”-ბანკის დაყაჩაღების ექსკლუზიური ვიდეოკადრები