პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბურჭულაძის მეუღლე საგამოძიებო ორგანოში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ ის საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, ამის მიზეზად კი მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა” – წულუკიანი “ომეგა ჯგუფის” საქმესა და ჩანაწერებზე საუბრობს
შემდეგი სტატია„ბათუმი-შეკვეთილის შემოვლითი გზაზე ვნახე, რომ მთელი გზატკეცილი ჭკვიანი კამერებით არის აღჭურვილი”