„ბათუმი-შეკვეთილის შემოვლითი გზაზე ვნახე, რომ მთელი გზატკეცილი ჭკვიანი კამერებით არის აღჭურვილი”

ფოტორეპორტიორი და სამოქალაქო აქტივისტი – გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში საგზაო უსაფრთხოების თემაზე წერს. ის აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია, ამიტომ ჭკვიანი კამერები ჩვენ გზებზე ყველგან უნდა იყოს.
„ვისარგებლე ბათუმი-შეკვეთილის შემოვლითი გზით. ვნახე, რომ მთელი გზატკეცილი ჭკვიანი კამერებით არის აღჭურვილი. მანძილიდან მანძილამდე მანქანის სიჩქარეს ითვლის და გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლს ჯარიმას უგზავნის.
უკვე ბევრმა მძღოლმა თქვა, რომ ჯარიმა მიუვიდათ.
ვინაიდან, ჩვენთან სიჩქარით მოძრაობის კულტურა ძალიან დაბალია, ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია, ასეთი კამერების გამოყენაბა ძალიან კარგია. ვფიქრობ, ყველა გზა უნდა აღიჭურვოს ჭკვიანი კამერით.
#ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს,“ – წერს გოგა ჩანადირი.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობამ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლის საკითხი ბიუროს სხდომაზე დააყენა