“ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა” – წულუკიანი “ომეგა ჯგუფის” საქმესა და ჩანაწერებზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს ეხმაურება. წულუკიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, თავად თემა კი წინასაარჩევნოდ არის გამოგონილი.

მინისტრის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობას ერთადერთი მიზანი აქვს, რომელსაც ხალხის ფულის, ანუ ბიუჯეტის დავალიანების არ გადახდა ჰქვია.

„ჩემთვის რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს, ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთი, რომ ყველა ახალ ჩანაწერზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩანაწერები ემატება იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიჰყავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხა, რომელსაც ჰქვია დავალიანება ამ კომპანიამ აირიდოს თავიდან და არ გადაიხადოს“-ამბობს თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიკომპანია “სვეტის” დირექტორი, გივი ჯიბლაძე დაკავებულია
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს