პაატა ბურჭულაძე : ვინც მისატოვებელი იყო, ყველამ უკვე მიგვატოვა

ვინც მისატოვებელი იყო, ყველამ უკვე მიგვატოვა, – ამის შესახებ „მოძრაობა პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მან უკვე მეორედ შემოიარა საქართველო, შეხვდა მხარდამჭერებს და აუხსნა მათ პარტიაში არსებული ვითარება, ის ფინანსური სირთულეები და ზეწოლის შემთხვევები, რაც დღეს არსებობს.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ყველა აღნიშნავდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა და მათთან ერთად იქნება ბოლომდე.

”მთავრობას თავისი გეგმა ჩაუვარდა. მიუხედავად ჩვენს მიმართ შავი პიარისა და ჩვენი პარტიის მიმართ ჩვენ მაინც ძლიერად ვართ და უფრო ძლიერად ვართ, ვიდრე ვიყავით უწინ. ყველა გზა იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დავშლილიყავით, მაგრამ პირიქით, ჩვენ ამ გაჭირვებამ უფრო შეგვკრა. მე შემოვიარე მეორედ მთელი საქართველო. ავუხსენი ყველას, თუ რა ფინანსური პრობლემების წინაშე ვდგავართ. რა ზეწოლები იყო ჩვენზე. არც ერთ ადამიანს არ უთქვამს, რომ ჩვენ მიგვატოვებს. პირიქით, ვინც იყო მისატოვებელი ყველამ მიგვატოვა. ჩვენ დავრჩით ყველაზე ძლიერი გუნდი და გავაგრძელებთ ბრძოლას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, პარტიას უამრავი მხარდამჭერი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველას მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
”4 დღე დარჩა არჩევნებამდე. ვნახოთ რას მოიფიქრებს მთავრობა, რომ ჩირქი მოგვცხოს ამ 4 დღის განმავლობაში, მაგრამ იმაზე მეტს, უკვე რაც გააკეთა ვეღარაფერს მოიფიქრებს და ალბათ ერთი და იგივე განმეორდება”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისია თამარ ჟვანიას ხვდება
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო რუსთავში სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და ექიმებს შეხვდა