ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისია თამარ ჟვანიას ხვდება

ეუთოს სადამკვირვებლო კომისიის 315 წევრი 8 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებლად ჩამოვიდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეუთოს საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ,,ცეკოს“ თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შესახევედრად იმყოფებიან.

ჟვანიას განცხადებით ,,ცესკო“ -ს საარჩევნო სამზადისი სრულად აქვს დასრულებული. ცესკომ უკვე დაბეჭდა საარჩევნო ბიულეტინებიც.

„ჩვენ კარგად ვართ მომზადებული არჩევნებისთვის და მზად ვართ მშვიდობიანი, რა თქმა უნდა, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება სანდო საზოგადოებისთვის და ყველა მონაწილისთვის ამ ქვეყანაში. ყველაფერი არ არის კომისიაზე დამოკიდებული. ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ პასუხისმგებლობას და საკუთარ მოვალეობასაც. მზად ვართ მივაწოდოთ ინფორმაცია, მოვემსახუროთ, რომ ყველა ამომრჩეველმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, რომ დავითვალოთ ხმები თავისუფალ და სანდო გარემოში, რომ შედეგიც იყოს სანდო,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

პირველ განცხადებებს ეუთოს წარმომადგენლები არჩევნებიდან მეორე დღესვე გააკეთებენ. საბოლოო დასკვნა, როგორ ჩატარდა არჩევნები, 2 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში700 დევნილი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტს მიიღებს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე : ვინც მისატოვებელი იყო, ყველამ უკვე მიგვატოვა