დავით სერგეენკო რუსთავში სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს რუსთავში იმყოფებოდა.

მინისტრი ქართული ოცნების რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად რუსთავში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და ექიმებს შეხვდა.

ნომერ პირველმა მედიკოსმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სფეროში არსებული მიღწევები და გატარებული რეფორმები კიდევ ერთხელ გააცნო, რის შემდეგაც ექიმების კითხვებს უპასუხა.

დავით სერგეენკოს განმარტებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მოსვლის შემთხვევაში, ყველა ის დაწყებული პროგრამა გაგრძელდება და პრიორიტეტი კვლავ მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება. ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა გააცნეს მაჟორიტარობის კანდიდატებმაც.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე : ვინც მისატოვებელი იყო, ყველამ უკვე მიგვატოვა
შემდეგი სტატიასენაკის გამეგებლს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ