ოზურგეთში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

ოზურგეთის #2-ე საჯარო სკოლაში მეათე კლასელი მოსწავლე დაჭრეს. დაზარალებულს ჭრილობა ფილტვის არეში, ცივი იარაღით აქვს მიაყენებული. ეჭვმიტანილი მისივე თანაკლასელია. ინციდენტის მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა.
დაჭრილი მოსწავლე ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შემთხვევა #2-ე საჯარო სკოლაში დღეს, გაკვეთილებს შორის, დასვენებაზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: ქართულ ოცნებას სურს ისე მიჭრა-მოჭრას ოლქები, რომ თავის თავზე მოირგოს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი დავით ნარმანიას თხოვნით მიმართავს