დავით უსუფაშვილი დავით ნარმანიას თხოვნით მიმართავს

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისის მერს დავით ნარმანიას სთხოვს, უფრო მეტად წარმოაჩინოს, რასაც მერია აკეთებს.
დავით ნარმანიას საქმიანობის შეფასება პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოუწია. იგივე ასევე გამოეხმაურა დედაქალაქის მერის განცხადებას, რომ ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგულია.
“მე ნამდვილად ვერ მოვახერხებ შევამოწმო, ნახევარი მილიონი თუ 457 507 ხე არის დარგული. დავით ნარმანია არის ადამიანი, რომელსაც ვიცნობ თითქმის 20 წელია, არის გამორჩეული თავისი ცოდნით, პატიოსნებით და უანგარობით, როცა საქმე ეხება შრომას. თბილისს აქვს ბევრი თემა და საკითხი, რომლის მოგვარებას ძალიან ბევრი ადამიანის ერთობლივი შრომა სჭირდება და ამ შრომას მერე სჭირდება გარკვეული გამოკვეთა, წარმოჩნება. შესაძლოა, ეს დავითების პრობლემაა, მეც მეუბნებიან ხოლმე რომ ნაკლებად წარმოვაჩენ იმას, რასაც ვაკეთებ, ამიტომ მე დათოსაც მინდა ვთხოვო, რომ მეტად წარმოაჩინოს ის, რასაც აკეთებს თავადაც და მერიაც და ყოველი ჯერ კიდევ ამოუვსებელი ორმო ან ჯერ კიდევ დაურგავი ხე ქალაქში ნუ იქნება შეფასების კრიტერიუმი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ხეები მართლაც ირგვება და ის მიესალმება, რომ გარემოს დაცვა დედაქალაქის მერის პრიორიტეტია.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების გეგმა და სურვილი არ აქვს”