ჩოხატაურში სტიქია ისევ მძვინვარებს _ მძიმე მდგომარეობაა სოფლების ბუკისციხის და იანეულის გზაზე, სადაც მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობაა, სოფელ შუაამაღლებაში, ერთ-ერთი მცხოვრების ევაკუაცია მიმდინარეობს; რამდენიმე ხნით ჩახერგილი იყო საჯავახო_ჩოხატაურის გზა, თუმცა, სამაშველო სამსახურმა მოახერხა გზის გაწმენდა-ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.
გურიაში ამჟამადაც გადაუღებლად წვიმს, რასაც ძლიერი ქარი ერთვის.