თინა ხიდაშელი – ნატო-სგან მთელი წელი ვითხოვდით ერთიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ჩართვას და ჩვენ ამაზე პასუხი მივიღეთ

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!

tina-xidasheliსაქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, რომელსაც სამიტის შემდეგ უნდა ველოდეთ, არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა 2030-ში.

“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გვაქვს ფრანგებთან, რომლის განხორციელება მთელი წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იყო და 2017 წლიდან უკვე მოწოდება დაიწყება. ნატო-სგან მთელი წელი ვითხოვდით, რომ ამ კონტრაქტის ფარგლებში, საქართველოს მისცემოდა შანსი, ნატო-ს ერთიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ჩართულიყო და ჩვენ ამაზე პასუხი მივიღეთ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად ითხოვა, რომ თუ კიდევ არის რამე კონკრეტული, რაშიც დახმარება შეუძლიათ, ჩვენს გვერდით იქნებიან. თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ვარშავიდან საქართველოს მთავარი მონაპოვარი ეს არის”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ვარშავის სამიტის მთავარი მიღწევა აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა.

“ყველაზე მთავარი მიღწევა ეს არის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება და ის ღონისძიებები, რომლებზეც პოლიტიკური გადაწყვეტილებები კომუნიკეში მიიღება. ჩვენი ამოცანა იყო, ერთი წლის განმავლობაში ნატო დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო იმსახურებს, შავ ზღვაზე ამ პროცესების სრულფასოვანი მონაწილე იყოს. ჩვენ მივიღეთ პასუხი და საქართველო მიწვეულია იმ სტრატეგიულ დიალოგში, რომელიც ნატო-ს მიერ შავ ზღვაზე უსაფრთხოების ბალანსის აღდგენისთვის დაიგეგმება. ოქტომბრის თავდაცვის მინისტერიალისთვის გაწერილი უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა პრაქტიკულად განხორციელებაც 2017 წლიდან უნდა დაიწყოს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც მან ღნიშნა, ნატო-ს არსებობის ისტორიაში პირველად, არაწევრ ქვეყანაში გაჩნდა წრთვნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ნატო-ს სისტემის ნაწილი იქნება.

“ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით, რომ ვარშავა ყოფილიყო ის სამიტი, სადაც JTEC-ის სტატუსის გადაწყვეტა მოხდებოდა და შეგვიძლია, საზოგადოებას ანგარიში ჩაგაბაროთ, რომ ნატო-ს არსებობის ისტორიაში პირველად, არაწევრ ქვეყანაში გაჩნდა წრთვნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ნატო-ს სისტემის ნაწილი იქნება. ასეთი რამ არასოდეს, არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. ეს გააჩენს შესაძლებლობას, რომ ხვალ და ზეგ, როცა ნატო-ს წევრები მზად იქნებიან, კარი საქართველოსთვისაც გააღონ, ამ კარში ამაყად შევაბიჯოთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთი-ბათუმის გზა დაკეტილია, ლანჩხუთში სახლებია დატბორილი
შემდეგი სტატიანატო-მ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების გეგმა დაამტკიცა