ოთხოზორიას მკვლელობა და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა – გალში მორიგი შეხვედრა იწყება

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგ შეხვედრაზე.

ასევე, განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობისათვის გადაადგილების შეზღუდვის თემაზეც.

„განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის ფაქტს, ასევე ყურადღებას გავამახვილებთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე“- აცხადებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ანთაძე.

banner
წინა სტატიაში,,აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ვიწვევთ, სადაც ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ