ოთარ სიჭინავა: ვერავინ მიგვითითებს, რა როდის გავაკეთოთ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ოთარ სიჭინავას განცხადებით, მისი და დანარჩენი ორი მოსამართლის დიპლომატებთან შეხვედრის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის ცნობილი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდგ სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცახდა, რომ გიორგი პაპუაშვილმა იცოდა, რომ ბათუმში დაგეგმილ დღევანდელ სხდომას სამი მოსამართლე ვერ დაესწრებოდა და ამ თემაზე სპეკულაციებს საჭიროდ არ თვლის.

“საღამოს ბათუმში ვიქნები. ხვალვე პლენუმი შეიკრიბება. სამუშაო შეხვედრა იქნება, სადაც გადავწყვეტთ, რას ვაპირებთ. ვინმეს იმედი თუ აქვს, რომ ზეგავლენას მოახდენს დღის წესრიგზე, ძალიან ცდება. მგონი, წლების განმავლობაში ყველა მიხვდა, რომ ეს ასე არ არის. აშკარად არაჯანსაღი ფონია სასამართლოში. თვითონ გადავწყვეტ, რას როდის ჩავნიშნავ. ვერავინ მიგვითითებს, რა როდის გავაკეთოთ”, – აღნიშნა სიჭინავამ.

მისი თქმით, დღევანდელი პროცესი მათთან შეთანხმებით ჩაინიშნა, თუმცა მას რიგი განცხადებები მოჰყვა, რისი შედეგიც არის ის, რომ მოსამართლეები დიპკორპუსს შეხვდნენ.

სიჭინავას თქმით, დიპლომატიურ კორპუსს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია და ის არ გამორიცხავს შეხვედრა კიდევ გაიმართოს.

კითხვაზე რატომ არ იყოს მათთვის საკმარისი პროკურატურის შუალედური დასკვნა, სიჭინავამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაკითხული არ არის.

banner
წინა სტატიაში“რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას” – სერგეენკო ხიდაშელის განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატია“თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს”- ილია მეორემ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა