„ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გათვალისწინებული“ – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოთარ აბესაძესთან დაკავშირით აღკვეთის ღონისძიება ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა იყოს გამოყენებული. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა აბესაძეს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე კონკრეტულ ინფორმაციაზე ვერ ისაუბრებს.
“ოთარ აბესაძის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი ჩვენი ინიციატივით სწავლობს. მისი ან მისი ადვოკატების მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ დავსწრებოდით სასამართლო პროცესებს და ჩვენ ვესწრებით პროცესებს. ოთარ აბესაძე მოვინახულეთ სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ეტაპზე, გამომდინარე იქედან, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა გავეცნო საქმის მასალებს ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას, ჩემი პოზიცია არის, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ რამდენად პროპორციულია აღკვეთის ღონისძიებასთან. ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უპირატესი და ამ გარემოებებით უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიების გამოყენება”,- განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიიმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამაშია ჩართული – კაპანაძე პანკისის სპეცოპერაციაზე
შემდეგი სტატიამოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის