ოპოზიცია პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე, საქმეში ჩართული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობს:
„არსებობს ორი ტიპის კითხვები, პირველი ეხება ჩატაევთან დაკავშირებლ ისოტირას, ანუ როგორ იქნა ის ჯერ ციხიდან გაშვებული, შემდეგ როგორ მოხდა მისი წასვლა საქართველოდან, შემდეგ დაბრუნება საქართველოში, იმის ფონზე, როდესაც ის იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შავ სიაში შეყვანილი. ეს არის მთავრი კითხვები, რომელსაც პოლიტიკური პასუხები უნდა გაეცეს და იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამაშია ჩართული. გარდა ამისა, არის სხვა ტიპის კითხვები, მათ შორის ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა „ევროპული საქართვლოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.