ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ოთარ აბესაძე უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აბესაძე კლინიკაში სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ, მალევე გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ასევე წარადგინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

banner
წინა სტატიაშიპანკისის სპეცოპერაციისას ერთი პირის დაჭრის ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს
შემდეგი სტატიამესტიაში მოკლული ლომურ ნიგურიანის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია