მესტიაში მოკლული ლომურ ნიგურიანის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია

მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის ”ნაციონალური მოძრაობიდან”, ლომურ ნიგურიანის ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა განუცხადა. მისი თქმით, მკვლელობა პოლიტიკას არ უკავშირდება.

“არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სარჩული და მისი მკვლელობა არც მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხება. უბრალოდ, ლომურ ნიგურიანმა თოვლი ბიძაშვილის ეზოში გადაყარა, რასაც შელაპარაკება მოყვა. მკვლელობა სავარაუდოდ აფექტის ნიადაგზე მოხდა , – განაცხადა მან.

ლომურ ნიგურიანის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზეა გადასვენებული.

banner
წინა სტატიაშიოთარ აბესაძე კლინიკაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა