უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი ანდრეი პორუბი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივი სამხედრო ფორმირების შექმნის შესახებ წინადადებით გამოვიდა კონფერენციაზე “საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: “აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები”. მისი თქმით, “ეს კარგი იდეა იქნებოდა პირველი მსჯელობისთვის… თვითონ ფორმატი და თვითონ ფაქტი ერთობლივი სამხედრო ფორმირების შესახებ სიმბოლური და პოზიტიურია ” – თქვა პორუბიმ, რომლის აზრითაც “სამივე სახელმწიფოს ძალიან ბევრი ერთნაირი ამოცანა აქვს მრავალ სფეროში, მათ შორის საინფორმაციო, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროებში”.